ნეტავ თუ სტკენიათ მზისფერ გვირილებს ოდესმე? ნეტავ თუ იციან სევდა? ან დარდი? ან მონატრება? ან მოლოდინი? იქნება მათი ღიმილის მიღმა ბევრი აუხდენელი ოცნება ჭკნება...იქნება გვირილებიც ტირიან,იქნებ მათი უსასრულო სიყვარულის მიღმა უსასრულო მოლოდინია...მოლოდინი იმისა,რომ მოვა ვიღაც და უკანასკნელ იმედად შერჩენილ ყვავილსაც არ წაგლეჯს... ალბათ ასეა... ბედნიერ გვირილებსაც კი ტკივათ გულგრილობა, სიცივე, უყურადღებობა...მათაც ენატრებათ სულ ერთი გაღიმება, სულ ერთი ბეწო სითბო, სულ ერთი გულწრფელი მზერა. სულ ერთი ციდა გრძნობა იმისთვის,რომ ხვალ ისევ მზის სხივებს გამოყვნენ ნაკვალევად... ისევ იმ ნამად იქცნენ გაუდაბნოებულ გულს,რომ იმედით არ