✍მე შენ გაგიშვი-განა იმიტომ რომ ვერ შევძელი შენი ფერება
მე შენ გაგიშვი მხოლოდ იმიტომ შენ ვერ შეძელი ჩემი შეხება
შენ ვერ შეძელი იყო ძლიერი, თავისუფალი, თუნდაც თავნება,
შენ ვერ შეძელი რომ ჩემს თვალებში შენ დაგეხატა გრძნობა ფერებად,
შენ ვერ შეძელი რომ ჩემს ტუჩებზე არ ყოფილოყო სევდა ფენებად,
შენ ვერ შეძელი ვერც ჩემი დაცვა, ვერც სიყვარულის ნაზად ფერება,
შენ ვერ შეძელი გულში ჩაგეკრა, გეტარებინე როგორც პეპელა,
შენ ვერ შეძელი პატარა გოგოს, პატარა გოგოს დარდთან შეხება,
შენ ვერ შეძელი ეს სიყვარული არ დაღვრილიყო მხოლოდ ცრემლებად...
მე შენ გაგიშვი განა იმიტომ რომ ვერ შევძელი შენი ფერება
გაგიშვი, დაგთმე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთან დარჩეს გრძნობა ფერებად.🖊