მე შენ გაგიშვი განა იმიტომ რომ ვერ შევძელი შენი ფერება, მე შენ გაგიშვი მხოლოდ იმიტომ შენ ვერ შეძელი ჩემი შეხება,შენ ვერ შეძელი იყო ძლიერი თავისუფალი თუნდაც თავნება,შენ ვერ შეძელი რომ ჩემს თვალებში შენ დაგეხატა გრძნობა ფერებად,შენ ვერ შეძელი რომ ჩემს ტუჩებზე არ ყოფილიყო სევდა ფენებად,შენ ვერ შეძელი ვერც ჩემი დაცვა ვერც სიყვარულის ნაზად ფერება,შენ ვერ შეძელი გულში ჩაგეკარ გეტარებინე როგორც პეპელა,შენ ვერ შეძელი ეს სიყვარული არ დაღვრილიყო მხოლოდ ცრემლებად...მე შენ გაგიშვი მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთან დარჩეს გრძნობა ფერებად...ათინათი
მიყვარხარო ჩამჩურჩულე გულის კარი გამიღე თბილი კოცნა მისახსოვრე ტრფობის მახე დამიგე... შენი მწველი მოფერება მზესაც შეშურდებოდა ცივ ზამთარში ნიბლია ჩიტს ხსნად რომ ენატრებოდა... გადიოდა დრო და ჟამი დღედღეს ენაცვლებოდა ვგრძნობდი გულში სიყვარული წვეთ წვეთ მემატებოდა... რატომ წუხარ არ გასვენებს ჩემზე ურჩი ფიქრები ხომ იცი რომ ბოლოს მაინც მხოლოდ შენი ვიქნები.... ავტორი..მარინა ყიფიანი