Фильтр
  • Класс
✍მე შენ გაგიშვი-განა იმიტომ რომ ვერ შევძელი შენი ფერება
მე შენ გაგიშვი მხოლოდ იმიტომ შენ ვერ შეძელი ჩემი შეხება
შენ ვერ შეძელი იყო ძლიერი, თავისუფალი, თუნდაც თავნება,
შენ ვერ შეძელი რომ ჩემს თვალებში შენ დაგეხატა გრძნობა ფერებად,
შენ ვერ შეძელი რომ ჩემს ტუჩებზე არ ყოფილოყო სევდა ფენებად,
შენ ვერ შეძელი ვერც ჩემი დაცვა, ვერც სიყვარულის ნაზად ფერება,
შენ ვერ შეძელი გულში ჩაგეკრა, გეტარებინე როგორც პეპელა,
შენ ვერ შეძელი პატარა გოგოს, პატარა გოგოს დარდთან შეხება,
შენ ვერ შეძელი ეს სიყვარული არ დაღვრილიყო მხოლოდ ცრემლებად...
მე შენ გაგიშვი განა იმიტომ რომ ვერ შევძელი შენი ფერება
გაგიშვი, დაგთმე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთან დარჩეს გრძნობა ფერებად.🖊
565659590841
  • Класс
ჩემს განვლილ გზაზე თქვენ ვერ გაივლით... უკვე წავშალე ნაფეხურები... მე ნებას გაძლევთ, რომ ჩემს სულამდე ამოიაროთ საფეხურები... ამოიარეთ ძალიან ნელა, და არ გეგონოთ – ეს ადვილია, კიბეზე, სადაც ყოველთვის ბნელა, ის ავა მხოლოდ, ვინც სულ ფრთხილია, ამოიარეთ... გაბედეთ... გიცდით... ზემოთ ამოდით, ნუ ბრუნავთ წრეზე, მე კი შორიდან დაგაკვირდებით, ვინ აღმოჩნდებით ჭკვიანი სხვებზე რომ მიხვდეთ – მე ჩემს გამოვლილ გზაზე რატომ წავშალე ნაფეხურები... რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად არსებობს მხოლოდ საფეხურები...ათინათი💔
531114603196
  • Класс
ნეტავ ერთხელ სასწაული მოხდეს... და ახალი წლის ღამეს ერთად შევხდეთ ზეციდან ფიფქებთა თოვას.. ეგებ და ახდეს ჩემი აუხდენელი სიზმარი...
დაგკარგე...ჩემი შეცდომით დაგკარგე...და ახლა როცა შენ უკვე ჩემთან აღარ ხარ...გნატრობ..მთელი გულით გნატრობ...იცი როგორია ჩემი მონატრება??..მიუწვდომელი..და იცი რატომ??
რადგან ჩემი სიყვარული ზეცის და დედამიწის ტოლფასია..
და ახლა ნისლში მდგარი ჩემს ოცნებებს და სიზმრებს შორის ჩარჩენილი შენს სიახლოვეს ვეძებ...მაგრამ მე ახლა უძლური ვარ ჩემი ბედის წინაშე..
ბედისწერამ თავის მარწუხებში მომაქცია და ჩემს ცოდვაზე პასუხს მთხოვს თითქოს...ათინათი💔 💋
სიცარიელე ადამიანის თანდაყოლილი განცდაა.ამ გრძნობას მაშინ განიცდი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები და სალაპარაკო აღარაფერი გაქვს..💔ათინათი/.
💋 💔ფიქრებს გიტოვებ... ვერცხლისფერი მოდის ზამთარი...გაშიშვლებულან მყინვარებზე თეთრი ნისლები, უცნაურია... რა შორს ხარ, მაინც გიჩემებ, საოცარია, რჩეულივით როგორ მიხდები...ღიმილს გიტოვებ... თოვლისფერი სამყაროს იქით...კაეშანივით გადავყევი ბედის თამაშებს...გადაირევი, იმდენი რამ ხდება ამ ქვეყნად, მე კი ჯიუტად ვატრიალებ ბედის კამათლებს....ვერ შევხვდით ვერსად.....სიჩუმეში მასწავლე ყოფნა...ამოსუნთქვამდე დავითვალე პულსების რითმი, შენ როგორც რჩეულს, ღმერთი გიძღვის ზეციურ გზაზედ, ერთადერთობას შეგაჩვია...ნისლებში დაქრი ....ფიქრებს გიტოვებ... მე უცხო ვარ და შორეული, მე თოვლის მერცხალს ვემგვანები... შენ ზღვა ხარ გრძნობის....უცნაურია, რა შორსა ხარ, მაინცა გჩემობ....ამ უზარმაზარ სამყაროში მაინც არ მყოფნი💔
თითქოს რაღაც მდინარეს ვეძებ ჩემს მახსოვრობაში, რომლის ნაპირებზეც ბედნიერი ვიყავი.💔 💋ათინათი.
Показать ещё