მე სიბრალული არ მჭირდება, -ეს ზუსტად ვიცი.ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.მერე რაა, თუ კი სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,მერე რაა, თუ კი ამ დროს ვხდები აუტანელი,შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,მიჭე