"აკრძალული ხილი))))) ავტორი: ნანა მღებრიშვილი
უკვე დიდი ხანია თინიკო და მერაბი ერთად არიან..არა,ცოლქმარი არ არიან,ისე,უბრალოდ ერთად არიან და მორჩა,ასე გადაწყვიტეს და ორივეს სურვილით, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობენ.
თინიკო თანამდებობის პირია და მეტად დაფასებულია კოლეგებში,არავინ არ იცის მისი ფარული რომანის შესახებ. მერაბის ოჯახი აქვს,ცოლი და სამი გოგო.
თინიკოს სიყვარული ისე ჩუმად შემოეპარა, ჯერ არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ მის გარეშე რომ ვეღარ ძლებდა,ცოლსაც გამოუტყდა,სხვა ქალი მიყვარს და არც შენზე განქორწინებას არ ვაპირებო,თუ შეეგუები,არ დაგტოვებო. ქეთიმ ჯერ ისტერიკები დაიმართა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გაორებული ქმარი რა ჯანდაბად მინდაო,ან გაყოფილი სიყვარულიო,მაგრამ მ