Фильтр
არასოდეს გაიფუჭო ხასიათი, სხვა ადამიანის გამო..
ყოველთვის ეცადეთ, რომ ადამიანში კარგი დაინახოთ და შეამჩნიოთ.
არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ფიქრები გავუშვათ ნეგატივში.
ვიღაცაზე დაიბოღმო
ვიღაცაზე გამწარდე
ვიღაცაზე ნერვები მოგეშალოს
ამით შენ კარგავ კარგად ცხოვრების იმ ნაწილს , რაც მოსაგონრად მერე შენვე გესიამოვნება....
♡ვეძებ სამყაროს...
სადაც კაცს სხვისი არ შეშურდება.
სადაც, დახმარება გულიდან მოდის და არა რაღაცისთვის ან საჩვენებლად.
ვეძებ სამყაროს, სადაც ადამიანს ღიმილით ესალმებიან.
სადაც ერთმანეთს მხარდამხარ უდგანან, კრიტიკის და დადანაშაულების ნაცვლად.
მე ვეძებ სამყაროს, სადაც მეგობრობა მეგობრობაა, ნამდვილია და გულწრფელი..
სიყვარული კი წმინდა და ლამაზია.
მე ვეძებ სამყაროს, სადაც ერთი მეორესთვისაა... ადამიანი. ♥︎ ♡
მე ასეთი ვარ, სიხარულისთვის მცირედიც მყოფნის, რადგან ვიცი, წუთებისგან იქსოვება ჩვენი ცხოვრება... ჰო, ასეთი ვარ, ადამიანს მუდამ თვალებში ვუმზერ, რადგან ბაგისგან განსხვავებით თვალები არ მოიტყუება. ადვილად ვპატიობ, მაგრამ მაქვს ჩემი ზღვარი, რომელსაც ერთხელ თუ გადავლენ ძველ ნდობასა და პატივისცემას ვეღარ დაიბრუნებენ.
„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია.
გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ არის, გაბედვა ხშირად შიშების დაძლევას, მათზე გამარჯვებას ნიშნავს.
ხშირად, ჩვენ გვიჭირს გავბედოთ მისწრაფებების მიყოლა, ჩვენი სურვილების გამოხატვა, ჩვენი ნამდვილი თავის ჩვენება ან გრძნობების გაცნობიერება.
გაბედვას ხელს უშლის თავს მოხვეული ილუზიები ცხოვრებაზე, სიმართლესა თუ სიძლიერეზე, ხანდახან ერთი და იგივე მიჩვეული ყოველდღიურობა, რუტინა.
ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს: დარეკვას, მიწერას, თქმას - მიყვარხარ; თქმას - დასრულდა; არას და ბოდიშს, ნდობას და ახალი გამოცდილების მიღებას.
გაბედვა - ცხოვრებას ცვლის! შენი ცხოვრებით ცხოვრებას სწორედ ასე იწყებ.
ყველაფერი საინტერესო გაბ
თბილი შეიძლება იყოს არამარტო ჩაი, ხელთათმანი, ქურთუკი..
თბილი შეიძლება იყოს ყველაფერი - საუბრები, მზერა, წერილები, ადამიანები. ეს ის განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომელიც გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ, გვჯეროდეს, ვიოცნებოთ და გვიყვარდეს.
ნუ შეარჩევ მას --- ვინც მთელი სამყაროსთვის ლამაზია. შეარჩიე ის --- ვინც ალამაზებს შენს სამყაროს.
,,სიცოცხლე ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაა და რადგან დაიბადე, უკან დასახევი გზა არ არსებობს, ცხოვრება მხოლოდ წინ მიდის და რომელ მხარეს გადაუხვევ,
ან რა გზას დაადგები ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული..
სიკეთის გზებით გვევლოს!"
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ...
თუ არ გჯერა ანგელოზების, გჯეროდეს შენი მეგობრების.
იმ მეგობრებს, რომლებიც ჩუმად გისმენენ.
იმ მეგობრებს, რომლებიც გულწრფელად ხარობენ თქვენთან ერთად.
იმ მეგობრებს, რომლებიც ხელებს გიწვდიან, როცა შენ შენს მუხლებზე ეცემი ტკივილისგან .
იმ მეგობრებს, რომლებიც მოგყვებიან, როცა არ იცი სად მიდიხარ.
მათ, ვინც შენთანაა მაშინაც კი, როცა თავს მარტოდ გრძნობ.
დაიმახსოვრე!
ამდენი ადამიანია მსოფლიოში და ზოგიერთი მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ ყვავილი მოგცეს, როცა ირგვლივ ყველაფერი გამხმარი და მახინჯი ჩანს.
გაგიღიმოს, როცა მოწყენილი ხარ.
მათი სიყვარულით გაგათბობს, როცა იმედგაცრუებული ხარ..."
,,არაფერი არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში "უბრალოდ ასე", ყოველივე მიღებული განპირობებულია იმით, რაც გავეცით. "
Показать ещё