,, იცი, შენს გულში, ჩემი გული დავტოვე წინათ. შენს სულს ვეწამლე, ჩემი სული უწამლო დამრჩა. ჩემს უნებურად, შენზე ფიქრებს გავექცე მინდა. გული უშენოდ, ჩემს სხეულში უსისხლოდ დარჩა. "
ჩემს ყველა ლექსში ბევრია ცრემლი. უცრემლოდ ვერ ვწერ.. ვერ ვამბობ სათქმელს. თვალები დამაქვს სულ სავსე სევდით და ვერ ვიქარვებ ფიქრსა და ნაღველს. სულის ტკივილი შემომხვდა ელდით, ყველა სიტყვაში ეტყობა ნაწერს. თითქოს'და მთელი სხეული მეწვის და ვეღარა ვცნობ ჩემს ვერც ერთ ნამცეცს. ამ მონატრების ტკივილი შემშლის, ნიღბად ვერ ვარგებ ღიმილებს სახეს, რადგანაც გული სავსეა ეკლით და თვალიდააც არ შრება ცრემლი.