Предыдущая публикация
Следующая публикация
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Больше информации
  • Главная
  • Увлечения
  • Видео
  • Группы
  • Люди
  • Публикации
  • Игры
  • Подарки
  • Поздравления
  • Помощь
  • русский
Левая колонка
Обложка профиля
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე

ეთერი გაჩეჩილაძე

Последний визит: 18 окт 2024
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე
Фотография от ეთერი გაჩეჩილაძე
Фильтр
ЗаметкиУвлечения
ეთერი გაჩეჩილაძე
6 окт 2024
ისევ გაავსო ზეცა ღრუბლებმა

დღეს გათენება როგორ მეძვირა,
რადგან უშენო მხარი გადამძვრა,
აღარ მინდოდა ობოლს მეტირა,
მაგრამ ფიქრებმა დარდით გადამჭრა.

მზემ შემომცინა თვალებბრიალამ,
თითქოს იმედით გამომაფხიზლა,
მაინც იჯიბრა ღამემ ტიალმა
და ცრემლი ღვარად გადმომადინა.

მალე გაავსო ზეცა ღრუბლებმა,
წვიმამ ჩამოცრა დაბლა წვეთები,
სტროფი მიიკრო ზეწრად ფურცლებმა,
გულის სიღრმეს რომ სწვავდა მკვეთები.

იცით? აღარ მსურს დილას ნაცრისფერს,
შევხვდე უშენოს თვალცრემლიანი,
მგონი აჯობებს თბილს და ნაზს, ცისფერს,
დავნებდე, დავხვდე სახე მზიანი.

,,ეთო" . ოქტომბერი. 2024.
ეთერი გაჩეჩილაძე
3 окт 2024
გრძნობების გარდაცვალება

მტკივა გრძნობების გარდაცვალება,
წლობით უარი თვით სიცოცხლეზე,
ერთ დროს ოცნების გადაჭარბება,
ახლა დანახვა დიდ სიშორეზე.

უსიყვარულო დარდი თავნება,
ჩუმად ნაყლაპი ცრემლის ნაკადი,
სიყმაწვილესაც ვყავდი თავდებად ,
მაგრამ ხელს მიშლის სევდის კასკადი.

თითქოს იყო და არა იყო რა,
ქარში ნაფანტი ანცი ოცნება,
ნეტავ მცოდნოდა რას არ მიყოფდა
და მიმეტებდა დარდი ბრძოლებად.

ვეღარცერთ დღესაც ვეღარ ვიხსენებ,
როცა გრძნობების ქარი კიოდა,
რადგან არ სჯერათ, ჯერ არ მისმენენ,
მე რომ უშენო მხარი მტკიოდა.

,,ეთო" .სექტემბერი. 2024.
ეთერი გაჩეჩილაძე
2 окт 2024
ვერ შევიფერეთ

შემოაბიჯა დილის ცისკარმა,
გააფერადა ცის კაბადონი,
გაღიმებულმა თბილმა მზის დარმა,
შემოგვატოვა იქ, სადღაც ორნი.

ვერ შევიფერეთ ღვთის საჩუქარი,
ფეხი ვერ დავდგით სწორ გზას მონიშნულს,
რად შევიხვედრეთ ის ნაჩუქარი,
ახლა რომ ვნანობთ შორს და მოფიფქულს.

გადავიბირეთ ურჩი ფიქრები,
თქმა ვაიძულეთ ,,აღარ მჭირდები",
ზამთრის ცივი და უტყვი ფიფქებით
გათეთრებულნი, რაღას მივწვდებით.

წლების გამოცდას ვერ გავუძელით,
გულში შერჩენილ განცდას, იარას,
უკვე გასულ დროს ვეღარ ვუშველით,
ვერც მოვიშორებთ დარდთა იარაღს.

ვერც მონატრებას ჩამოვიცილებთ,
ვერც ერთმანეთით გამთბარ სურვილებს,
უერთმანეთოდ გამოვიტირებთ,
ხსოვნაში ნამყოფ ლამაზ წყურვილებს.

სევდის შეგვრჩება სავსე ფიალა,
ტკივილი რადგან ჩვენით გვეწევა,
ასე
ეთერი გაჩეჩილაძე
2 окт 2024
ბავშვობა

მიყვარდა ცაზე აპრილის სუნთქვა
და ისევ მიყვარს მაისის ქარიც,
დედის ნამზადი სადილი, ზრუნვა
თუმც სევდიანი, მაინც ის დარი.

ჩემი ბავშვობა, ორღობე ლაღი,
ჟრიამულისგან დახშული სმენა,
სოფლის მდინარე, შორს მდორე ტალღის
ნაზი ჩურჩულით აღქმული სცენა.

ნაფეხურებად ნაწვიმარ მიწას
შიშველი ფეხის პატარა კვალი,
ახლაც კი ვხედავ ნაფიქრალს იმ წამს,
როცა მომტაცა შავმა თმამ თვალი.

კვლავ თვალწინ მიდგას ნარბენი გზები
და ორღობეში ჩადგმული სკამი,
ერთ დროს მოვლილი კალთები მთების,
ჩამოქროლილი ქართული სალმით.

,,ეთო" სექტემბერი.2024.
ეთერი გაჩეჩილაძე
1 окт 2024
ვბორგავდი წუხელ

ვბორგავდი წუხელ, ვკამათობდი ძლიერ წვიმასთან,
და მხარს მიბამდა ციდან ელვით ჭექა-ქუხილი,
კიდევ კარგი, რომ ვერ მატყობდნენ იერს მინასთან,
რადგან ქუჩებსაც მარტოობის სდევდათ წუხილი.

უხმოდ ამომსკდა გულის დარდი, ნატვრა მწუხარეს,
თითქოს კედლებიც აცახცახდნენ ჩემი შემყურე,
მითანაგრძნობდნენ სევდით სავსე განცდას მქუხარეს,
ჩუმად გლოვობდნენ მეოცნებეს, ცრემლში შემცურეს.

თვალში ნისლები ჩამომაწვა, ვერას ვხედავდი,
მხოლოდ ელვას და ჭექა-ქუხილს ჰქონდა გრიალი,
ალბათ წუხელი ჩემს მომავალ ბედსაც ვჭედავდი,
რომ იმედებთან არ მქონოდა წვდომა, ტრიალი.

დილა გათენდა... მზემ ღრუბლებზე გადაიარა,
მე კი ნარჩენი ნაფიქრებით
მეწვის იარა,
ცრემლში ნაწერმა დღეს ფურცლებზე
გადაიკარა
და გამოკვეთა ბრძოლა სულის, ზეცის
ეთერი გაჩეჩილაძე
30 сен 2024
გამოგიგონე

დაგისაკუთრე ჩემი გულის მცირე კუნჭულით,
თუმც, მარტოობა ბევრი წელი ცრემლად მაცვია,
ახლა ჩამესმის ტკბილი ხმა და მიწვევს ჩურჩულით,
რომ დამავიწყოს რამაც სევდით მედგრად მაქცია.

ხშირად ოცნებებს ვხატავ კიდეც, ბევრსაც ვიგონებ,
ძალა რომ მივცე გულს და ზოგჯერ სულსაც ხალისი,
დროებით, რადგან სიმარტოვე მეტად მიმონებს
და მეკარგება სიყვარული, თუნდაც მაისის.

გამოგიგონე ახლაც ისევ, ცამდე აღგზარდე,
ფრთები შეგასხი, კვლავ როგორიც მქონდა სურვილი,
აღარ მსურს ცრემლი ძველებურად თვალზე გამრავლდეს,
ეულს, მარტოსულს არ მინდოდეს წვდომა წყურვილის.

ეს ოცნებაა, ისევ ვიცი აუხდენელი,
სუფთა ფურცელზე დანამული, სევდის ამყოლი,
სუსტი ბარტყივით უძალღონო, აუფრენელი,
სწორედ ისეთი, ობოლს რომ აქვს წლებით დამყოლი.

На этом пока всё
Войдите в ОК, чтобы посмотреть всю ленту

58

  • გიორგი ხელიძე
    გიორგი ხელიძე
    Одесса
  • Лариса Тедеева
    Лариса Тедеева
  • liana shengelia
    liana shengelia
  • Leila Abashidze
    Leila Abashidze
    Краснодар
  • Inga Danelia
    Inga Danelia
    пгт. Георгиевка

  • Бесплатная открытка икона, розы, пожелание, пусть божья любовь, храни вас, друзья

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.

Зарегистрироваться