777 ახალ წელს და ბედობას გილოცავთ, ჩემო ლამაზებო. ყველაფერი საუკეთესო დაგვბედებოდეს. ბედნიერება და სიყვარული. სიხარული, ახდენილი ოცნებები. ხვავი და ბარაქა!
2 იანვარს, ახალი წლის მეორე დღეს საქართველოში ბედობა აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც დღესასწაულია, თუმცა მას ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ჩვენთან.
საქართველოში 2 იანვარი საკრალურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანებს სჯერათ, რომ თუ დღეს სასიამოვნოდ გაატარებენ, თუ სასიამოვნო მოვლენებს დაიბედებენ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებათ.
2 იანვარს, ძველი სტილით კი, 15 იანვარს ბედობის აღნიშვნა საქართველოში უკვე საუკუნეებს ითვლის. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მეკვლეს ენიჭება, რომლის მარჯვენა ფეხსა და კეთილ გულს