მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი,ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი,მაქვს უამრავი დანაშაული,მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი.უპირველესად ცოდვა მაქვს დედის,აი, მიზეზი ცრემლის და სევდის,ვერ მოვეფერე, როცა დაბერდა,როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.გათენებამდე ტანჯვით მელოდა,ლოდინი გახდა მისი ხელობა,მე სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი,დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი.იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის,გასამართლებლად აბა რა მეთქმის,მაგრამ მე მაშინ ვერ ვგრძნობდი ამას,იგივეს ვეტყვი დაღუპულ მამას.მეგონა მუდამ იქნება ასე,რამდენჯერ შევცდი ცხოვრების გზაზე,აკი გითხარით ცოდვა მაქვს ბევრი,ამიტომაც მდის მდუღარე ცრემლი.მონანიება შორი გზით მოდის,ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშსმაგრამ ვაი, რომ არის გვიანი,რა მწარედ ცდება ადამიანი…აი, ამიტომც მ