ქალავ მივდივარ,
ხვალ დილას,
მთისკენ შევჰყვები არაგვსა,
და უკან ჩამოგიტოვებთ,
შენაც და მაგ შენს ქალაქსაც.
თუ ვერ დავბრუნდი მიგლოვე,
ლოყა იხოკე ფრჩხილითა,
მე კი შენს ნატვრას არაყით,
ვუწამლებ ყოველ დილითა.
ხშირ-ხშირად მომაგონდება,
შენ დარდიანა თვალები,
ეგ ოქროსფერი დალალი,
ქარისგან ნაფრიალები.
გტოვებ, დღეიდან შენ ამბავს
ვკითხავ მოვარდნილ ქარებსა,
შენ გათხოვებას მეტყვიან?!
ლურჯას დავაკრავ ნალებსა.
ქალაქში გამოვენთები,
გამოვიყოლებ აბჯარსა,
ქორწილში გამოგერევით,
შენ ქმარს გადავჰკრავ ხანჯარსა.
ვფიცავ რომ არც შენ დაგინდობ,
ჩემ მოღალატე ქალასა,
ცხენის გავაზე მაგაბომ,
მაგაძოვიებ ბალახსა.
მერე შენ სხეულს ცოცხალ-მკვდარს,
ცრემლებს დავაფრქვევ ცხარესა,
ვიტირებ ძაღლურ სიცოცხლეს,
შენ გამო განამწარებსა.
მაგ ც