მეხუთე კლასამდე ასე თუ ისე ცდილობდა სწავლას. მერე თანდათან გაუფუჭდა ნიშნები. ამას კიდევ უარესი მოჰყვა – მასწავლებლების შენიშვნები, ჩივილი იმაზე, რომ მის თანატოლებს ჯიბის ფული ჰქონდათ, მას კი არა. რაიმეს შეცვლის სრული უუნარობისგან ქალი გამუდმებით გაღიზიანებული და დაღლილი იყო. მის შენიშვნებს და ნოტაციებს ბიჭი უკვე მდუმარედ უსმენდა, თუმცა არც გაკვეთილებს სწავლობდა და არც სახლში ეხმარებოდა.