მივიდა ვაჟი მამასთან და ეუბნება:
– ჩემს ცოლს ვშორდები. მომბეზრდა! დედა მართალია − ზარმაცი ცოლი მყავს. რამდენჯერ უნდა გამოვასწორო სიტუაცია მე.
– მაპატიე, შვილო, – მიუგო მამამ
– რისთვის?
– იმის გამო, რომ ყოველთვის კარგად არ ვექცეოდი დედაშენს. ჩემი ბრალია, რომ შენ განქორწინებაზე ფიქრობ…
– არ განვქორწინდე?
– არა. ამაზე არც კი იფიქრო.
– სიცოცხლის ბოლომდე უნდა ავიტანო?
– ატანა არ გჭირდება. შენ მას კი არა, მის მიმართ შენს ცუდ დამოკიდებულებას იტან და ითმენ. შენ თუ შეიცვლები, შენ გარშემო ყველაფერი შეიცვლება.
– როგორ?
– შენს ცოლს ისე შეხედე, როგორც უფალი გვასწავლის. ის ღვთის საჩუქარია. შენი სიხარულია, შენი დამხმარე, შენი შვილების დედა. ის უუძლურესი ჭურჭელია, რომელიც ღმერთმა ხელთ გადმოგცა, რათა ფრთხილა