ვერძი მართალია ერთი შეხედვით უზომოდ თავდაჯერებული და ხისტი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ქალი ვერძი ძალიან ემოციური, ამაყი და თავმოყვარეა. მისი სისუსტე პროფესიული კუთხით ვლინდება. ამიტომ ნურასოდეს ეტყვით რომ სხვა მასზე უკეთ აკეთებს რამეს. ზოგადად, ნურასოდეს შეადარებთ სხვას. ამის გამო შესაძლოა მან სამუდამო მტრობაც კი გამოგიცხადოთ.