მოდით მიწოდეთ, სამყაროში სიცოცხლის მონა, მე ტყვედ ჩავვარდი უკვდავებას და მიხარია, გთხოვთ მოიტანოთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა, და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია. მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა, გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის, დალოცეთ ყველა ვისაც სწვავდა ვნების იარა, გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის, მე საფლავიდან ამოვხეთქავ იმ სათუთ გრძნობად, დავიბადები, ალბათ მარტში საშინელ თავსხმად, ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად, და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად!))