ხმა ღმერთისა და ხმა ბოროტისა -შეხედე, ამ სკივრში სულ ოქროს ფულია, შეიძენ უამრავ სამოსს, -არ გინდა!-მთავარი ღვთის სულზე ზრუნვაა , ცრემლები სდიოდა სალოსს. -დალიე! ნურავის ნუ უყოფ მაგ ლუკმას, ჯამში არ ჩატოვო წვეთი; -არ დათვრე, იცოდე ლოთობა დაგღუპავს, ამბობდა მჭმუნვარე ღმერთი. -ასე გლახასავით რად უნდა იარო, მე მოგცემ ატლასს და ფარჩებს, -სულზე ზრუნვისათვის არ დააგვიანო, ცრემლები სწყდებოდა გამჩენს. -ჩემთან ყველაფერი ისე იოლია, სხვა ცრუობს, მერწმუნე-მეთქი, -ამდენმა საცდურმა თუ აგიყოლია, დაგღუპავს,-ამბობდა ღმერთი. -სიმდიდრეს ჩემსავით ვერავინ ვერ ჩემობს, გაგიშლი სანაყრო სუფრას. -ილოცე, ლოცვამ რომ სწორი გზა გიჩვენოს, თავი დაეხარა უფალს. -რად უნდა იტანჯო, ადვილ გზებს გთავაზობ, ჩემ ირგვლივ სულ ვერცხლი ყ