იქ, საზღვრებს იქით...
**************************
იქ, საზღვრებს იქით, საქართველო დამრჩა პატარა,
დაღლილ დედების მაჯისცემა ჩემში ხმაურობს,
შვილებთან ბევრმა თბილი კოცნა გამომატანა,
მინდა სტუმრობით მათი ჭერი ავახმაურო.
იქ, საზღვრებს იქით სხვანაირი დილა თენდება,
დედის მაგივრად სხვის მოხუცის კვნესა გაღვიძებს,
გადის წლები და გული მაინც არა ბერდება,
რადგან იმედი დაბრუნების თითქოს გამშვიდებს.
იქ, საზღვრებს იქით საკუთარი შერჩათ ოცნება,
შერჩათ სიზმარი, სადაც შვილებს გულში იკრავენ,
შერჩათ სამშობლოს სიყვარული მტრის საოცრებად,
ყველა ტკივილს და მონატრებას გულში იკლავენ.
იქ საზღვრებს იქით ჩემი გულის დამრჩა ნაწილი,
დამრჩა ცრემლებით ნასველები მიწა უცხოთა,
აქ კი ვისკენაც გავიწიე ხელებგაშლილი,
მივხვდი ვცდებოდ