აპოკალიფსი
მის:
მე ძირს ხალხს ვხედავ, ზევით კი ცას,
მე ღმერთის მესმის, არ ვუსმენ სხვას,
ბევრს ვიცნობ, ღამე უსმენენ ხმებს,
და ღმერთს ფარულში უხრიან ქედს.
მეშინია, შიშით ვყვები, მე მგონი ვკვდები,
მესმის, როგორ მიზიდავენ უფსკრულისკენ ხმები,
მე კი ვხვდები, რატომ, რისთვის არ მეჯერა სხვისი,
მეშინოდა, არ მოვიდეს აპოკალიფსი.
დიდი არაფერი მოხდა, ღამეს ნისლი მოჰყვა,
ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, ყველა ერთად მოკვდა,
და რა მოხდა, როცა მახსენდება, სისხლი წვეთავს გულში,
ღმერთო ჩემო, ეს რა იყო, ეს რა ვნახე გუშინ!
რაღაც უნდა მომხდარიყო, ღამე ისე ბნელდებოდა,
ბერდებოდა ნელა მთვარე, დილა აღარ თენდებოდა,
ბეზრდებოდათ ყველას ღამე, ყვიროდნენ -მალე!
დიდო ღმერთო მოგვხედე, მოგვაშორე მთვარე.
მაგრამ ღა