შეიძლება მე არ მაქვს დიდი და ლამაზი სახლი პრესტიჟულ ადგილას, არ მაქვს აგარაკი ეზოში აუზით, მაგრამ მე მაქვს ჩემი სოფელი, პატარა ქალაქი, ცარიელი, მოწყენილი და ყველაზე საყვარელი ჩემთვის. შეიძლება მე არ მყავს მდიდარი მამა, რომელიც მომცემს ბევრ ფულს, მაგრამ მე მყავს მამა, რომელიც მომცემს 10 ლარს, როცა მხოლოდ 10 ლარი აქვს ჯიბეში. შეიძლება მე არ მყავს მაგარი მანქანა, რომლითაც ყველგან ვივლი უპრობლემოდ, მაგრამ მე მყავს ადამიანები, რომლებისთვისაც მე გავივლი კილომეტრებს ფეხით ..სიცხეში, სიცივეში, წვიმაში და თოვლში.. შეიძლება მე არ ვცხოვრობ დიდ და ძლიერ ქვეყანაში, შეიძლება აქ რთულია ცხოვრება, შეიძლება აქ ვერ ახდეს ჩემი ოცნებები, მაგრამ მე აქ ყოველთვის მექნება გზა სახლისაკენ, და ეს სახლი მე მიმიღებს ისეთ