დალახვროს ეშმაკმა , წუხელაც ყმუოდა,
წუხელაც გულამდე გადმომდო სათქმელი,
რომ მგელი იყო და კეთილს ვერ გუობდა,
რომ ყელში უჭერდა გვარ-ჯიშის საბელი.
დალახვროს ეშმაკმა მგელსაც კი სტკიოდა,
რომ ბევრ კრავს ჩაუქრო სიცოცხლის სანთელი,
რომ მგელი იყო და გენები ითხოვდა,
რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ყველასგან განდევნილს.
თავს ისე ასწევდა, ისე შეჰყმუვლებდა,
მუქარად მიიღეს ბრიყვებმა ნაღველი
და როცა ბგერებმა სულში ჩაახწია,
ყმუილს აღსარება დავარქვი სახელი.
იქნებ მგელს რომ ვკითხოთ, მხეცები ჩვენა ვართ,
ჩვენივე სანთლით და ჩვენივე საკმევლით.
იქნებ ჩვენც მგელივით, საჯაროდ არ შეგვრცხვეს,
ამოვთქვათ: შეგვინდე, თუ ვინმეს ვატკენდით.
🖌️ ალეკო მიშელაშვილი