Фильтр
559346367611
  • Класс
არ ღირს გაქცეულს
გაეკიდო,ძალით იჭერდე,
სიცხით დაღლილი
ისვენებდე უჩრდილო
ხესთან,
უაზრობაა ჩემო
თავო,ბედთან ჭიდილი,
უაზრობაა ჩემო თავო...
ჭიდილი შენთან.
კედელზე ათას
მოგონებას, აქა-იქ
ვაკრავ,
მერე მოდიან სხეულები,
ჩუმად ლანდავენ...
ვისაც ვპოულობ
"ღმერთს ვფიცავარ",
არასდროს ვკარგავ,
მეჩვევიან და როგორც
ასე...
თვითონ მკარგავენ.
არ ვუბრუნდები
არასოდეს დახურულ
კარებს,
თუნდაც ვიჯდე და
არსებობას ვჭამდე
მთლიანად,
და ვეღარასდროს
მოვიპარავ,თოვლისფერ
ვარდებს,
რადგან წარსულში
ვიმარხები...
ვარდებიანად ! ...
საკუთარ სოროს
ავიტკიებ,სულ ბოლოს
მაინც,
სხვები ზურგსუკან
ამირევენ ვიცი ამინდებს,
არ ვიცი ძალა თუ
დამრჩება,
რომ ბოლო კარიც,
დაუფიქრებლად შევაღო
და სადღაც წავიდე.
ამ ცხოვრებაში
ყველაფრის მოძებნა
შეგიძლია, სიყვარულის
და სიკვდილის გარდა.
ისინი თავად
მოგძებნიან როცა ამის
დრო მოვა. ”
უჩემობა შენთვის ახლა
ღიმილია
გულში ფეთქვად ვიცი
მაინც გამოგყვები...
შენ არ იცი თორე მყისვე
მოხვალ ჩემთან
რა ტკბილია როცა
ვინმეს ენატრები.
დღეს რომ ვსუნთქავ
ალბათ ჩემი სიცოცხლე
ხარ,
თუ მოვკვდები უფალს
შენით ვებარები,
მახსოვს თითქმის ყველა
შენი გამოხედვა
მოლოდინი,
სიხარული,ცოტა
ცრემლი..
შენ დღეს ჩემთვის
მიუწვდომი სივრცე არ
ხარ,
მაგრამ ვიცი მუდამ
ერთად ვერ ვიქნებით
ეხლაც ამ ლექსს შენზე
ფიქრი მაწერინებს
ალბათ გძინავს, რომც
გეღვიძოს შენ ვერ
ხვდები.
შენ ვერ ხვდები რომ: მე
მაგრად დავიღალე
რომ ლოდინით თმაში
გაჩნდა თეთრი ფერი,
რომ სიცოცხლეს
მხოლოდ შენით
შევეფარე
რომ
მიყვარდი,მიყვარხარ და
მეყვარები..
შეგხვდი და ცხოვრება ლამაზი გამიხდა
ყველაფერს სხვა თვალით,სხვა გულით შევხარი.
მივხვდი რომ ცხოვრება უშენოდ არ ღირდა,
უსაზღვრო გრძნობა მაქვს მოძღვნილი შენდამი
მაქვს უფლება რომ ჩუმად მიყვარდე,
გიყურო როგორც საფიცარს, წმინდას
და იმის გამო, რომ ვერ ვივარგე,
მრცხვენია კიდეც და გულიც მტკივა.
წლებმა გადარეცხა
შენგან სიამაყე,
მოჩანს ცივი მზერა
დროით დათრგუნული;
Показать ещё