ერთი ციციკორე ყველაგნ არის,
ერთხელ შენც იქნები მარიტა,
გული გეტკინება, გაგკიცხავენ
მერე შენს თავს ეტყვი - არ ღირდა!
არ ღირს გამკიცხავი შენს დარდებად,
არ ღირს აღელვებად, არ გინდა -
შენი სავალი გზა მხნედ განაგრძე,
უნდა აითვალო ახლიდან...
უნდა გალამაზდე, გამზიანდე,
მზეებს შეეგებო მაღლით და
ზოგჯერ საჭიროა შურის ჯიბრზე,
ღიმილს არ მოეშვა წამითაც...
ზოგჯერ საჭიროა ბოღმის ჯიბრზე,
სითბო დაარიგო თავიდან,
გზა-გზა დააფინო სიკეთე და
იყო ის ვინცა ხარ ნამდვილად!
/დიკა სალაყაია/