ჩემიდან წასვლა თუ დააპირო,
თუ გადაგღალოს ჩემზე ფიქრებმა,
ნუ გამიმეტებ, გემუდარები,
ჩემთვის ეს ტყვიის დახლა იქნება.
მე სიმარტოვეს არ ვარ ჩვეული,
უშენოდ გული ამიტირდება
და თუ ხანდახან ამ გულს ვერ უგებ,
ნუ მიწყენ და ნუ გაგიკვირდება.
მე სიყვარული არ მწამს უცრემლო,
ნურც მათამამებ წითელ ვარდებით
და თუ ნამდვილად გრძნობით გიყვარვარ,
მე ათჯერ მეტად შემიყვარდები.
ღრუბელს ყოველთვის წვიმა მოჰყვება,
წვიმას კი თქეში, დიდი ავდარი,
ქალის სიყვარულს ცრემლი დაჰყვება,
აქ გასაკვირი აბა რა არის?
მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს ეს სიტყვაც,
როცა თვალები ამბობს "მიყვარხარ",
და ვინც გამიგებს ვეტყვი სამ სიტყვას
მთელი ცხოვრება, "მე შენ მიყვარხარ".