შენ რომ იცოდე, როგორ მენატრები,
ისევ მომძებნიდი და დაბრუნდებოდი,
კოცნით დამიშრობდი ცრემლებს მონატრების,
გულში ჩამიკრავდი, არსად წახვიდოდი.
შენგან დავიწყება აღარ მემუქრება,
ვიცი გეყვარები, უკვე ჩემო ერთა,
შენგან შორს მყოფი, წმინდა სანთელს ვანთებ
მუხლზე დაჩოქილი თხოვნას ვბედავ ღმერთთან,.
შენზე ვევედრები, მუდამ კარგად მყავდე,
სულში სიყვარულს და ნდობას ეყვავილოს,
შენს გულს არასოდეს დარდი არ ენახოს,
სიყვარულით დამთბარს მხოლოდ ეზეიმოს..