ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ 2014 წელს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში! ეს წელი ყოფილიყოს თქვენს მიერ საკუთარ თავში გარკვევის, მასში სრულიად ახალი, უჩვეულო შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი წარმატებით გამოყენების წელი! ახალ 2014 წელს აევსოს სითბოთი და სინათლით თითოეული თქვენთაგანის გული, შეეტანოს ხვავი და ბარაქა თითოეული თქვენთაგანის ოჯახში, სიყვარული და ერთობა სრულიად ერში და ყოფილიყოს გიგანტური ნახტომის წელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართველთა გამრავლების და რწმენაში გაძლიერების საქმეში! უფალმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ!