ვიცი სიცოცხლე წამიერია, მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე, თუ ყველაფერი ღვთისმიერია, მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს. ცხოვრება სცენად არასდროს მედგა, არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი, თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად, იცით – არც ერთი არ არის ყალბი!. რა ვქნა,უფალო!დრო დადგა რთული - იმედი ვთესე,ამოდის ღვია...და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული,მადლობის ნაცვლად მესროლა ტყვია