ჩემს სუნთქვას, ჩემს თითებს, ჩემს თვალებს,
სურვილი შეჰყრიათ სა-შენ-ო,
გრძნობებად ჰკიდიხარ წამწამებს,
დღეს ჩემი შენ-ობა ვა-შენ-ოთ.
მინდა და ვხმაურობ შიგნიდან,
ფერების კვალდაკვალ დაგეძებ,
გაზაფხულს ფერებად მინდიხარ,
ფერადი ცხოვრება გაბედე.
გაბედე შეშლა და გამოდი,
მაგ სულის ჩამქრალი საკნიდან,
სიცოცხლედ მე-ამე, წამოდი,
ახლა უშენობა არ მინდა.
ისევ მიწრიალებ თვალებში,
ღიმილის ნაპერწკლად მინთიხარ,
ჩემი დაკარგული დღეების
ხელახალ სიცოცხლედ მინდიხარ...
თენდება ისეთი ქარიშხლით
საჩვენო დღეებს რომ მაგონებს,
სიგიჟეს დღეს ნუღარ დამიშლი,
სიგიჟე ძარღვებში მაჟრჟოლებს.
სისხლად და იმატებს ფერები,
დღეები სილაღით ავსილან,
გაბედე სიცოცხლე, გამოდი
შენი უცნაური საკნიდან.
ამ თითებს, ამ თვალებს, ამ მკლავებს,
სურვ