გაიღიმე
გაიღიმე და ცხოვრებაც გაგიღიმებს,
გაიმართე, გაიარე ამაყად.
მერე რა, რომ ზოგჯერ მართლა არ გიმართლებს,
ყველაფერი დალაგდება თანდათან.
გაიღიმე, სიხარულით გაიარე
გზები, ზოგჯერ მართლა რთულად სავალი.
ცხოვრებაში შენი ლელო გაიტანე,
მერე თუნდაც დამშვიდდი და დაწყნარდი.
გაიღიმე, გაიცინე, გაიხარე,
აღმართებიც აიარე ქვიანი,
მერე ლაღად დაეშვი და გაიხსენე:
ღამეს მოსდევს დღე, ნათელი, მზიანი.
ნელი ბიწაძე