Фильтр
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები
და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,
მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით და
შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ...!
მე როცა ვიგრძნობ,რომ შენ გაკლდები,
როცა არა ვარ,ვერ ძლებ უჩემოდ,
მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,
ღიმილს მოგიტან,თვალებს უცრემლოს...!
მე როცა ვიგრძნობ,რომ გენატრები,
რომ შენი სული მიხმობს თავისთან,
დავტოვებ ყოველს და გეახლები
და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან...!
მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,
სულს მოგიშორებ ნაცრისფერ ფერებს
და შენს ოცნებებს მივიტან ღმერთთან,
უსაზღვრო გრძნობით აგავსებ ჩემებრ...
არც კი გაიფიქრო, ცხოვრება ფუჭად გამივლიაო: კაცმა არ იცის, ვისთვის რა იყავ, რომელი კარები გაგიღია, ვისთვის რა შვება მიგიცია, რა უნებლიე სიკეთე დაგითესავს... ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა ხომ ერთ სიტყვასა თუ ღიმილსაც კი შეუძლია: სიკეთე უკვალოდ არ იკარგება.

/შარლოტ გრეი/
ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეთ!!!!! სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები!!!!!
დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ,
ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით,
რიჟ-რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და
წლებს მიღმა წასულმა თქვით-უკან
ვბრუნდები.
ხმამაღლა იმღერეთ როცა მოგინდებათ,
წვიმაშიც იარეთ მაღალი ქუსლებით,
არასდროს იფიქროთ - ვაიმე,რაღა ვქნა,
ვინმე გამჭორავსო,ან ცუდი ვიქნები.....
აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება,
აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით,
სანთლები დააწყვეთ რაფებზე,კიბეზე,
მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბურთები.
მისწერეთ! უთხარით თუ როგორ გიყვართ და
სიყვარულს უხდებებით გიჟური ბუნებით,
აჯობეთ...აჯობეეეეთ!
სითბოთი აჯობეთ,
უფრო გალამაზდით თუ კი
წვიმს. სველი ქარი ალბობს ბეღურებს,
ეტყობა დღეს არ გამოიდარებს...
მინაზე წვეთებს სევდით შევყურებ
და მერამდენედ ვაქრობ სიგარეტს.

შენ შემაჩვიე სიჩუმეს სახლში,
თვალებით სავსე უცხო სიმშვიდეს,
რა ნაზად სუნთქავს ოთახში ბავშვი...
ვიგონებ, თითქოს წასვლას მიშლიდე.

მიყვარს სიჩუმით როცა ვივსები,
ქარით ნისლების ჩუმი წვალება...
ზაფხულში სუნთქვა ნამაისები...
და ძველი სევდის გაფერმკრთალება.

ლოდინით სავსე სიმშვიდით გძინავს,
დილამდე აღარ გადაიკარებს,
სიჩუმე ავსებს პატარა ბინას...
წვიმს. მერამდენედ ვაქრობ სიგარეტს.

საშა გველესიანი
გიღიმის - ღიმილს ჰგავს უფლიდან...
სულში კი, ცივ თვალებს აცეცებს,
უფალსაც რამდენჯერ უფლიდა...
დაიცდის, იქნება - დაეცე...

იქნება წამოგცდეს რაიმე,
ჩაგყვება თვით სულის ფსკერამდე,
რა ცივად გიყურებს - ვაიმე !
- თითქოს და ზამთრისპირს კერავდეს...

შენს ღიმილს გპარავენ, მიდიან,
დროც არის, ტკივილებს ითვლიდე,
მე ვინ ვარ - უფალი დიდია..!
- და ისიც ჯვარს აცვა სიფლიდემ...

საშა გველესიანი
გაბზარულ სარკეში ნაცნობი მიმიკა,
წარსულის დღეები შეკრული წიგნებად,
სიცოცხლე ხან-მოკლე, ნამდვილი ლირიკა
და გზები, რომელიც გიღირდა მიგნებად.

მისია, საწუთრო ძალად რომ გავალებს
და თავად სამყარო, გრძნობების კორიდა,
ზურგს უკან იტოვებ თვალ-უწვდენ ტრამალებს,
რომ მერე ცხოვრებას უყურო შორიდან.

არ სცხრება ტკივილი, გახსენებს მაშინდელს,
ოცნებობ აპრილი კვლავ ამოგიყვავდეს...
ვიდრე ხვალ სიცოცხლე სიკვდილით წაგშლიდეს,
გიყვარდეს, უბრალოდ გულიდან გიყვარდეს.

/ნანა მეფარიშვილი/
წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.
Показать ещё