###
სიგრილე, ჰამაკი, ჭოტები,
ყურებში იღვრება ნირვანა,
ცას ვხედავ ვარსკვლავებმოჭედილს
და თითქოს სამყაროს მიღმა ვარ.
ზაფხულის უბრალო საღამო,
არც წვიმა, არც სეტყვა, არც ქარი,
დაბერავს სიო და მალამოდ
ედება ყველაფერს რაც არის.
ბალახზე დამსხდარან შინდები,
ტოტები იცვენენ გულაბებს,
და ახლა ძალიან მინდება,
სამყაროს ჩავუყვე გულამდე.
რომ ვნახო რაიმე მსგავსება,
ასე რომ იმეტებს ნაყოფებს,
რაც ჩემში ვერაფრით თავსდება,
რაც ასე დახუნძლულს მამყოფებს.
დაბერავს სიო და მალამოდ
დააფენს გონებას კანაფებს,
რამდენიც არ უნდა დავმალო,
შენს გარდა არ ვნატრობ არაფერს.