როგორ არ მიყვარდე უფალო,
როგორ დავივიწყო მრწამსი,
ისეთი, სათნო და უბრალო,
მაგრამ, მაინც ჯვარზე გაცვით..
გაგყიდეთ ოცდაათ ვერცხლად,
სამჯერ უარგყავით ყივილამდე,
მერე კი თვითონვე შეგვრცხვა,
ამას ვინანიებთ სიკვდილამდე...
მიყვარხარ და მწამხარ სრულებით,
თუმცა ხშირად მებრძვის ავყია,
ვიცხოვრებ და აღვესრულები,
შენს გზას, ვერასოდეს გამყრიან..
ჯვარზე გაგიკარით ხელები,
ლურსმნები ვაჭედეთ მაჯებს,
ამ დროს კი, მხურვალე ვედრებით,
უფალს, ავედრებდი, დამსჯელს.
მამაო შეუნდე კაცის ძეთ,
მხურვალედ შესთხოვდი გულში,
შენს ნაცვლად, ბარაბა დავინდეთ,
კაცის მოძულე და მრუში...
ღირსეულს, უღირსთა გაწამეთ
და გვერდში ლახვარიც გაცვით,
იმ თასის დაცლაც არ გაცალეთ,
რაიც, ღვინის ნაცვლად გასვით.
გაგხვიეთ უბრალო ტი