სანაპიროს როსკიპები
თუ დიდუბეს მიაშურებთ, ახლად შებინდებულს,
აქ შეამჩნევთ დასტა-დასტა გზაზე ჩალაგებულს…
ნაირ-ნაირ არჩევანის ღამის ანგელოზებს,
აქ, თავისი ,,სამოთხე“ აქვთ სანაპიროს ბოზებს.
აქა დგანან თოვლში, ქარში, ახალი წლის ღამეს,
ყველა ვნებით აფახულებს, გადათხაპნილ თვალებს.
ყველა ამვლელს აჩვენებენ ვნებით სავსე ნაბულს,
და არიან მუშტარისთვის ყველაფერზე ყაბულს.
ფოთოლა აქ ოლად იქცა, მაყვალა კი ალად,
ვიკა, დიკა, თიკა, ჟანა - ერთი ღამის ქალად.
ისტორია, ყველას მსგავსი, არც ღირს საკითხავად,
ზოგი შიმშილს გამოექცა, ზოგს არ ახსოვს თავად.
ზოგს შვილი ჰყავს სარჩენი და მწოლიარე დედა,
ზოგსაც ქმარი ნარკომანი, დღენიადაგ სცემდა.
ზოგი სატრფომ შეაცდინა, ზოგიც ,,ბოსის" ქებამ,
ზოგს არ ეყო მოხუცი ქმრის ღამის მოფე