"უფალი, რომელიც 'ყოველივეს ზომით და წონით' განსაზღვრავს(სიბრძნე,11.20), მოგვივლენს განსაცდელთ, რომელნიც არ აღემატებიან ჩვენს ძალ-ღონეს; იგი ცხოვრების ცვალებადობის მეშვეობით გამოსცდის კეთილმსახურების მოასპარეზეებს, მაგრამ 'არ შეამთხვევს იმას, რისი ატანაც მათ ძალას აღემატება'(შდრ. 1კორ. 10.13) და 'ასმევს ცრემლებს საწყაულით'(შდრ.ფსალ.79.6) იმათ, ვინც უნდა აჩვენოს, ინარჩუნებს თუ არა მწუხარებებში ღვთის მიმართ მადლიერების გრძნობას..."