
დამერწმუნეთ აქედან არცერთი არ იყო ტატუნაშვილის დაკრძალვაზე. არცერთი არ ყოფილა პატრიოტულ აქციებზე, სადაც ნაციონალისტები აპროტესტებდნენ ოკუპაციას, ლიბერასტების თავგასულობას, უცხოელების ზევიდან ყურებას და მსგავს პრობლემებს. ისინი "იბრძვიან" მხოლოდ იმისთვის, რაც მათ სურთ და რაც მართ "კეთილდღეობაზეა" დამოკიდებული. მათ არ ადარდებთ არც საკუთარი სამშობლო და არც ის თუ რა ხდება ქვეყანაში. მათთვის მთავარი ნარკოტიკებია და ეს თქვენც და ჩვენც კარგად დავინახეთ კიდევ ერთხელ. სადმე გინახავთ მათი პროტესტი ან აქცია სადაც ამბობენ, რომ ქვეყანა საფრთხეშია და მისი მიხედვა ჩვენი ვალიაო. სადმე გინახავთ "თეთრი ხმაური" სადაც ერთხელ მაინც თქვეს, რომ ყველა ქართველი ვალდებულია ემსახუროს სამშობლოს, ან ყველა კაცი ვალდებულია გაიაროს ერთ წლიანი სამხედრო სამსახური და ა.შ. არა! ასეთი რამ მათ არცერთ აქციაზე არ უთვამთ! მათ აქციაზე ერთხელაც არ თქმულა შემდეგი ფრაზები: "დიდება საქართველოს!" "დიდება გმირებს!" და ა.შ. ისინი ყოველთვის ლაპარაკობენ ნარკოტიკებზე, მათ მოხმარებაზე, რომ თურმე მხოლოდ მათი ნებაა მოიხმარენ თუ არა ნარკოტიკს და ეს სხვას ზიანს არ აყენებს, რაც სრული სისულელეა! მათ არცერთხელ არ უთქვამთ თუ რამდენი ადამიანი, რამდენი ოჯახი გააუბედურა ნარკოტიკებმა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რამდენი არასრულწლოვანი დაიღუპა ამის გამო. თუნდაც ბოლოდ დროს მოხდარი მოვლენები აიღეთ, 14 ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკების მოხმარების გამო და უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. და ამის შემდეგ ისინი ისევ ითხოვენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, ლეგალიზაციას, რაც ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს და ისედაც ასე გაუბედურებული ახალგაზრდობა, უფრო უარეს დღეში ჩავარდება. ასე რომ მოგიწოდებთ ყველას, არ აყვეთ მათ მოთხოვნებს, მოწოდებებს. არ გახდეთ მათი პროპაგანდის მსხვერპლი და არ მოექცეთ მათი ზეგავლენის ქვეშ, თორემ შესაძლოა ნარკოტიკებით დაღუპულთა შორის შემდეგი იყო შენ!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.