აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სუფრის ტრადიციულ ატრიბუტს ჩხირები წარმოადგენს. დღეს მათი ნახვა აზიური სამზარეულოს რესტორნებში, სუში-ბარებსა და მაღაზიებშია შესაძლებელი. ჩხირების ხმარებით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ ბევრმა მათგანმა მათი სწორი გამოყენება არ იცის. მათი დახმარებით ჭამა რომ ვისწავლოთ, სასწავლო ჩხირები გამოგვადგება, რომელთა გაკეთება დამოუკიდებლად ძალიან მარტივად შეიძლება. ჩხირების ბოლოს რეზინი მოუჭირეთ, ქაღალდის პატარა ნაჭერი გადაახვიდეთ და ქაღალდის მილი ჩხირებს შორის რიზინთან ახლოს მოათავსეთ. ასე მარტივად ჩხირები მზადაა - თუ პირველ ჯერზე სასწავლო ჩხირებითაც არაფერი გამოგივათ, ჩანგლის აღება არ იჩქაროთ. ცოტა გაივარჯიშეთ და მალევე დაოსტატდებით.