📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ახალგაზრდა ფოტოხელოვანის გიორგი კოკელაძის გამოფენა გაიხსნა . ეს კოკელაძის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში გადაღებული 58 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. როგორც თავად ავტორი განამარტავს თითოეული ფოტო მის იმ დროინდელ განწყობას და საგნისა თუ ადამიანის მისეულ აღქმას გადმოგვცემს. გამოფენა ინტერპრეტირებისა და საკუთარი მესა თუ გრძნობების დანახვის საშუალებას აძლებს დამთვალიერებელს , ასე რომ გირჩევთ ესტუმროთ დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას.