მითხარი, გიყვარვარ?
ერთხელაც მითხარი,
თორემ სიცოცხლე უკვე გათავდა.
მითხარი, უჩემოდ რომ ცხოვრება არ გინდა.
მითხარი ისევ, რომ მარტო არა ვარ.
მითხარი, რომ ჩემზე ფიქრები გაგიჟებს,
რომ ისევ ინახავ ჩემს სურათს, ხატივით.
მითხარი, რომ აღარ არსებობს განშორება
და ჩვენი გულები არასდროს დაშორდება.
მითხარი, რომ ისევ გჭირდები, მზესავით.
მითხარი, სანამ კვლავ გაწვიმდა...
მითხარი, ერთხელაც მითხარი
გიყვარვარ?
თორემ, მე გავქრი და აღარ ვარ...
ანა... 16.07.2018