დედის დღეს გილოცავთ!
დედა! - ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია,
დედა - სინათლე, დედა - სიმართლე,
დედა ყოველი რაც კი კარგია! დედის,დღეს გილოცავთ!! მსოფლიოს,დედებს!!!!!
მე სალოცავი სამყაროში ვიხილე ერთი,
ის მიმაჩნია შობის დღიდან უკვდავად, ღმერთად,
თუ რამ ტკივილი შევიგრძენი დედამიწაზე,
მუდამ მშველელად თავს მევლება ამ ქვეყნად დედა!
ეს შეუცვლელი, უნაზესი ძლიერი გრძნობა,
დედამიწაზე უფლის მიერ არის მოვლენა,
თუ რამ ძლიერი გამაჩნია და მაბადია,
ეს არის მისგან ჩaსახული, ეს არის დედა...