წვიმიან ქუჩას მიუყვება ბარბაცით ლოთი, ყველა ჩქარობს და ის კი მაინც ფეხს არ უჩქარებს მან სიყვარული გადასცვალა იმ ღვინის ბოთლში რომელიც ახლა დარდს და სევდას ერთად უქარვებს.ვერ მოითმინა წავიდა და დღესაც დალია და ბახუსს ანდო საიდუმლო გულში ფარული, სასმელმა კვლავაც მისი გრძნობა დარდში არია და მოაგონა დაკარგული ის სიყვარული. იქვე ჩამოჯდა ტროტუარზე ცრემლმორეული წვიმის წვეთებმა ჩამობანეს სახე დაღლილი, ამინდი მაინც არ იყოსო გადარეული გაიფიქრა და გვერდით დადგა ბოთლი დაცლილი. როგორ ელოდა, როგორ სწამდა, როგორ უყვარდა, როცა ცხოვრებას უყურებდა ლამაზ ფერებში, წვიმა კი თავის მელოდიას მაინც უკრავდა და ცოცხლდებოდა მოგონებად ლოთის ხელებში. იყო დრო როცა მასაც ჰქონდა მშვიდი ცხოვრება, სახლი, ოჯახი, მეგობრები, დიდ