ადამიანი, რომელმაც თავისი ჯოჯოხეთი გაიარა და
გადაურჩა — აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო.ხდება ჩუმი, მაგრამ ძლიერი. აღარ ამტკიცებს არაფერს — უბრალოდ არსებობს და ამ არსებობაშია სითბო, სიმშვიდე და სიძლიერე.
ის აღარ ეძებს „კარგ“ ადამიანებს.
იცის, რომ „კეთილმა“ შეიძლება გატკინოს, ხოლო „ცივმა“ – გადაგარჩინოს.
აინტერესებს არა სიტყვები, არამედ საქციელები — უბრალო, ნამდვილი, ადამიანური.
მას აღარ ეშინია მარტოობის, რადგან
თავის თავში ააშენა სახლი, სადაც ქარიშხალიც ვერ აღწევს.
,, ჯოჯოხეთმა" ასწავლა გრძნობით მოსმენა.
ის ხედავს, ესმის, გრძნობს — ყველაფერს,
რასაც სხვები მალავენ.
ნაზად ეპყრობა ტკივილს,რადგან
თვითონაც ტკივილით იზრდებოდა და
იცის, როგორია როცა გტკივა.
როცა ამბობს „ყველაფერი კარგადაა“