TOREL TV (ინტერნეტ - ტელევიზია) ინოვაციიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მუშაობს ტურიზმის სფეროს მიმართულებით. ვინაიდან, ტურიზმი ყველაზე მზარდი, სწრაფად განვითარებადი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყანაში, მსგავსი ტელევიზიის არსებობა და ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მედია და სოციალური ქსელები მნიშნველოვან როლს ასრულებს მსგავსი სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის. კომპანია გააშუქებს საქართველოს ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ადგილებს. შემოგთავაზებთ ვიდეო მასალებს სასტუმროების, მათ შორის, საოჯახო ტიპის მცირე ზომის სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების შესახებ. ასევე, მომზადდება სიუჟეტები ქართული პროდუქტების მწარმოებელი მეწარმების შესახებ.