და...ყველაფერი ჩაბარდა წარსულს,
და...ყველაფერმა იცვალა ფერი,
რატომღაც ნუგეშს, რატომღაც ალერსს
დიდი ხანია მე აღარ ველი.
თურმე მხატვარმაც დაკარგა ფუნჯი
და პალიტრაზე არ დარჩა ფერი,
ვეღარ დავხატე ოცნება ლაღი,
ვეღარ მოვკიდე იმედებს ხელი...
ამ ყველაფერმა ისე დამღალა
რომ როგორც თევზი მივსდევ დინებას,
ცხოვრება მკაცრი, ცხოვრება შლეგი
ელვის სისწრფით მიედინება.
არ ვიცი, რატომ გავხუნდი ასე,
კვლავ ხელი რატომ დამრია სევდამ,
მე ხომ მომავლის ერთადერთ ნუგეშს
პატარა ..... თვალებში ვხედავ.
იცით, რა დროა ახლა, ამ წუთას?
თენდება...დილამ ჩამოჰკრა ექვსი,
კალმით ქაღალდზე გადამაქვს ნაზად
ჩემი ახალი, სათუთი ლექსი...
არადა...ახლა გაზაფხულია
და გული უნდა მქონდეს გამთბარი,
მე უნდა ვწერდე ლექსებს გრძნობისას
რომ აღარ ჩა