სვანი ბუნებით მართლა მკაცრია,
და უგვანო კაცს ვერ ეგუება,
სვანი ისეთი გონის კაცია...
არსად, არასდროს, რომ არ სხვისდება.
სვანი, მთაშიც და ბარშიც, სვანია
და არც გორი აქვს გამონაცვალი,
სხვას კვეტერში რომ მიუტანია
წამებულისთვის ქარვის მარცვალი.
სვანი, ჭუნირით და თავის ჩანგით,
ხარის კულტით თუ სხვა წარმართულით,
ლილეს და რიჰოს ანტიკურ ჰანგით
და ლემის დროშით ზეაღმართულით,
დღესაც მცველია ამერ-იმერის
მხედრულ, ნუსხური, ასომთავრულის
ნათესავია ღვთის და შუმერის
და მეციხოვნე ძირძველ ქართულის.
და თუ სიმკაცრე სვანის ნაკლია,
არც ეს ნაკლი აქვს გასასხვისები,
ის საქართველოს არსად აკლია
სვანურ ნაკლით