კირჩხიბი
მას ძალიან მეტყველი სახე აქვს მდიდარი მიმიკებით, ნებისმიერი განწყობის გამოხატვა რომ შეუძლია, შეიძლება ბუზღუნიც უყვარდეს, მაგრამ არ იფიქროთ რომ გული გადაგიშალოთ. თავის სულიერ სამყაროზე უზარმაზარი კაატინგა აქვს გარშემორტყმული და შიგნით შეღწევას სისხლის ფასი დაგიჯდებათ, თუ თვითონ არ გადაწყვიტა თქვენი შეშვება. მის შესახებ საუკეთესო მეგობრებმაც კი ძალიან ცოტა იციან და შეიძლება მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეთ და ერთ დღეს აღმოაჩინოთ რომ თურმე საერთოდ არ იცნობთ.
იგი ცოტა ცანცარაც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ამავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაა. ხანდახან შუბლზე მკაცრი ნაოჭი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე უსწორდება, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი ეფინება, ბუზღუნა, უკმაყოფილო ტონს ალერსია