ღვთის სახე-ხატად გაჩენილო,
ერთო,მთლიანო,
ეგ სახე როგორ დაგიკარგავს
ადამიანო...
შენ,ძველისძველო თარო ჩემო,
მრავალხმიანო,
სინდისის სიმი სად გაგიწყდა,
ადამიანო???
სიყვარულისთვის მოვლენილო
სახემზიანო,
ნათელი ჯანღით შეგეცვალა,
ადამიანო!!!
შენ,ერო ჩემო,მართლა ბრძენო,
მართლა ჭკვიანო,
ასე რამ გაგათითოკაცა,
ადამიანო???
/ირმა საღინაძე/