ვინ დააწესა როგორ ვიცხოვრო?
სხვის ცხოვრებაზე, გეყოთ სიცილი,
მორალის კითხვა ვინ დაგავალათ?
ან ვინ გასწავლათ ყალბი ღიმილი?
რაც არ გეკუთვნით, იმას ნუ ეძებთ,
ნუ გაგახარებთ სხვისი ტკივილი,
უსიყვარულოდ, უფალს ვერ ნახავთ
და გაგაყრუებთ სულის კივილი,
იქნებ მოძებნოთ სიკეთის წყარო,
რომ აარიდოთ, თქვენს სულს, შიმშილი,
მე ჩემს ცოდვებთან დამტოვეთ მარტო,
ვერას დამაკლებს თქვენი ქირქილი,
ჩამომეცალეთ, თქვენი არ მჯერა,
ჯერ კიდევ მათბობს სულის ღიმილი
და ყველა ცოდვას მოვინანიებ,
ვიდრე ჩემთანაც მოვა სიკვდილი...