Предыдущая публикация
და შენ იყო ჩემი ლაბადა,
მაინტერესებს,ნეტავ ღმერთმა
შენთვის დამბადა?
ასეთი ლაღი, უდარდელი
შენთვის გამხადა?
წუხელ რომ ქროდა
გიჟი ქარი, ჭკუა–ფარფატა,
ნეტავი ჩემს სახლს
სახურავი შენთვის ახადა?
სულ მინდა წვიმდეს
და შენ იყო ჩემი ლაბადა!..
ნატა

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2
შენთვის ძილის წინ ღამის მანტიას
ვქარგავდი გულის უთბილეს ფერით,
გიწნავდი ზღაპრებს, სულმთლად ჩემეულს
და გზად გიფენდი მზით მონაფერით.
ბავშვურ ქცევაში დამდეს მე ბრალი,
წყენით შემოჭკნენ ლამის იანი,
წუთისოფელში გზებია მხოლოდ
ხან ყვავილების, ხან ეკლიანი.
ვქარგავდი გულის უთბილეს სხივით,
შენთვის ყოველდღე დილის მანტიას,
მზის სხივი ელავს ღრუბლის თეთრ მხარზე
და ოქროს დისკოდ ცაზე ანთია.
მწამს, ყოველივე ერთ დღეს ახდება,
თუნდ გიგონებდე შენც ზოგჯერ ჩემთვის,
თოვლდნობის შემდეგ მე ვით მდინარე
შენს დიდ კალაპოტს ნაკადად ვერთვი!
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.
მანანა ფრუიძე