ნუ მიწერ იმ ადამიანებს, ვისაც არ აინტერესებს როგორ ხარ, რას გრძნობ, რა გიხარია ან გაწუხებს... ხომ იცი, შენ ყოველ სიტყვაში გულს ჩადებ, ისინი კი ბოლომდე არც წაიკითხავენ...
ნუ იოცნებებ ბედნიერებაზე იმ ადამიანების გვერდით, ვინც უშენოდ უკვე ბედნიერია; დამიჯერე, ცალმხრივობისგან დაიტანჯები...
ნუ მოიწყენ და ნუ იფიქრებ ძილის წინ საათობით მათზე, ვინც უკვე წარსულის ნაწილია, იმას ნუღარ ებღაუჭები, ის აწმყოში მხოლოდ ლანდის როლს ითამაშებს - არ გამოგადგება.
ნუღარ ატარებ გულით ძველ წყენებს, ძველ ადამიანებს, გაუშვი... ვიცი, რომ რთულია, მაგრამ აუცილებელია. ისევ იქნება ახალი დღეები, ლამაზი და ფერადი დღეები, ასეთივე ადამიანებით, ახალი ადამიანებით... ისწავლე გზის გაგრძელება, ვისაც სჭირდები ის შენგან არ წავა, და არც შენ მოგცემს წასვლის უფლებას.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев