მარტის ცივ ამინდში გაგიცანი, გრძნობებს გიმალავდა მკაცრი ქცევა, ჩემდაუნებურად დავიმორცხვე, ჩუმად გაგაყოლე ნაზი მზერა ... ფიქრებს ის წუთები შეუყვარდათ, უკვე მერამდენედ გაგიხსენე, ვიცი,მეტისმეტად ტკბილი ხარ და სწორედ ამიტომაც დაგიჩემებ !
მცივა.. მე უფრო სხეულის შიგნით მცივა, ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა, მოგონებებში დამწყვდეული გრძნობები მტკივა, მცივა... მე უფრო სხეულის შიგნით მცივა, ო,როგორ მინდა,გავამსხვრიო ფანჯრების მინა და მთელი გრძნობით მომეფეროს ტანჯული წვიმა ! მცივა... მე უფრო სხეულის შიგნით მცივა, ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა